მტკნარი ტყუილია, რა ინფორმაციაც მიეწოდა ევროსტრუქტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, , “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს” ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროსტრუქტურებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
“პოლიტიკოსები არიან ის ხალხი, რომელიც, რეალურად, არასამთავრობო სექტორის სტატუსით, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს. სადაც აუცილებელია, რომ შეფასდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალურად და არ იყოს ეს დამოკიდებული მიკერძოებულ აღქმებზე, აი იქ, სამწუხაროდ, რეალურად ბევრი რამ ყალბდება.
მტკნარი ტყუილია, რა ინფორმაციაც მიეწოდა, ამ შემთხვევაში, ევროსტრუქტურებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ. მათთვის არ არის პრიორიტეტული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
მოლდოვა, და საქართველო – ეს ევროკავშირთან დაახლოებაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ინდექსია”, რომელიც, როგორც ირკვევა, პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებით შექმნა. ანგარიშის ავტორები ქულების დაწერის დროს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობიან, რაც იმას ნიშნავს, რომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ქართველებმა საკუთარ ქვეყანას დაბალი ქულები დაუწერეს. მმართველი გუნდი ფაქტის მიღმა, ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების კვალს ხედავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს