„ხალხი ბევრ ფულს დაზოგავს და ჯანმრთელი იქნება“ – ტრამპმა იაფი მედიკამენტების საიტი აამოქმედა

-ში ჩაეშვა ვებგვერდი „TrumpRx“, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტების ფასების შემცირებას პირდება.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ვებსაიტი შექმნა, რომელიც, მისი თქმით, შეამცირებს რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასს. მისივე განცხადებით, ეს ის მედიკამენტებია, რომლებიც დიდი ხანია გამოირჩევა მაღალი ფასებით ამერიკის ბაზარზე, მსოფლიოს სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით. TrumpRx-ის გაშვების შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფასდაკლებული მედიკამენტები პირდაპირ ფარმაცევტული კომპანიებისგან შეიძინონ.
„ხალხი ბევრ ფულს დაზოგავს და ჯანმრთელი იქნება“, – თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი წამლის მწარმოებელი კომპანიები დათანხმდნენ ფასების შემცირებას „ყველაზე რჩეული ერის“ შეთანხმებების ფარგლებში, აშშ-ს ტარიფების თავიდან აცილების სანაცვლოდ.
თეთრი სახლის ცნობით, ვებსაიტი 40-ზე მეტ პოპულარულ პრეპარატზე ფასდაკლებით იხსნება.
მომხმარებლებს შეუძლიათ საიტზე მოძებნონ სასურველი მედიკამენტი, შემდეგ დაბეჭდონ კუპონი და წარადგინონ აფთიაქში, რათა პრეპარატი ფასდაკლებით შეიძინონ.
16 ფარმაცევტული კომპანიისგან შემდგარი ჯგუფი დათანხმდა ფასდაკლების შეთავაზებებს, რომლის მიხედვითაც ისინი მომხმარებლებს გარკვეულ მედიკამენტებზე უფრო დაბალ ფასებს შესთავაზებენ სამთავრობო პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა Medicaid-ი.
TrumpRx-ის საიტი, რომელიც „რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასებს“ გვპირდება, 40-ზე მეტ მედიკამენტს აერთიანებს. მათ შორის წონის დაკლების ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ოზემპიკი და ვეგოვი.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს