“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში” სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა რექტორს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც მიზნად ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს.