საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის მთავრობა ავრცელებს.
ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.
ასევე, შეთანხმება საჯარო სერვისებისებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ