გურგენიძე: ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ამ რეფორმაზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ქართული ოცნების განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ დიალოგი თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების საკითხზე გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, მიქანაძეს მიმართეს, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა.
“ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. კომუნიკაბელური საუბარი იყო ერთმანეთში, ემოციებიც არის. ბატონმა მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილებები, რომელიც მან გააჟღერა ტელევიზიით. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა, რა გადაწყვეტილებაც გუშინ მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში საზოგადოებამ იცოდეს, რომ გაგრძელდება დიალოგი. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერმინისტრისადმი და ბატონი გივისადმი, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილებას. ბატონი მინისტრი ამას მოახსენებს უახლოეს დღეებში” – თქვა გურგენიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვერ შედგება კონსენსუსი, რა პოზიცია და გადაწყვეტილება უნივერსიტეტების გაერთიანებაზე არ შეიცვლება, რა თუ მაინც ვერ შედგება კონსენსუსი, გურგენიძემ უპასუხა: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივა… ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პრემიერმინისტრის, რომელიც თვითონ აკადემიური წრეებიდან არის და ის ინჟინრების ხმას გაიგებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია