საქართველოში არსებულ ვითარებაზე 11 თებერვალს ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი გაიმართება

11 თებერვალს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობაზე ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი გაიმართება.
მოსმენა 28 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.
ინფორმაციაში აღწერილია საქართველოში არსებული ვითარება, რეპრესიები და ნათქვამია, რომ ბრიფინგი მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს.
ბრიფინგის მომხსენებლები იქნებიან: McLarty Associates-ის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
“2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში ჩააგდო. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომლებიც აფართოებს სახელმწიფოს ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ართმევს სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას. რეპრესიებმა მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც დემონსტრანტებს სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ, დააკავა ჟურნალისტები და ე.წ. სასამართლო პროცესებზე დაიბარა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ ამ პროცესების ლეგიტიმაციაზე უარის თქმის გამო დააკავა. მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა დღეს მძიმე ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას იწვევს. ბრიფინგი მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, ქართული ოცნების ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია