მმართველი გუნდი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე, სამუშაო შეხვედრას გამართავს – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია

ევროპული რეკომენდაციების შესრულების გეგმა და ოპოზიციის გაურკვეველი სტრატეგია – მმართველი გუნდი ორშაბათს, პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გაიმართავს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად კარს ხსნის, თუმცა, ოპოზიციის ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია – დაჯდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის 9 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.
“ქართული ოცნების” მიზანი არ არის 9 პუნქტის შესრულება. შემოდგომაზე იქნება გარდამტეხი, რომლის შემდეგაც დემოკრატიული ძალები დავიწყებთ 9 პუნქტის შესრულებასა და დაჩქარებული ტემპებით საქართველოს შეყვანას ევროკავშირში, სადაც არის ღირსეული ცხოვრების პირობები,” – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური სპექტრისთვის ახლა მთავარი გამოწვევა 9 პუნქტის შესრულებაა, იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნისთვის კიდევ უფრო რეალური გახდეს. შესაბამისად, მანჯგალაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, პირობების შესასრულებლად, ყველა ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა