აფხაზეთში რუსული პასპორტების გამცემი პუნქტების მუშაობა შეჩერდა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტების ფუნქციონირება შეჩერდა. ამის შესახებ სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩომ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და ძალაში 2025 წლის 25 აპრილს შევიდა“, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით.
გარდა ამისა, 2025 წელს აფხაზეთში გაიხსნა რუსული მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები.
„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების წევრები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებული იქნება, გადაწყვიტოს მათი ფუნქციონირების შეჩერება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. საელჩოს განმარტებით, ამ დოკუმენტების „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ გაცემის პროცესი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა