საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
ახალგაზრდა “ჯვაროსნები” მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი მომენტი შექმნეს, თუმცა ერთადერთი გოლი 54- წუთზე საბა მამაცაშვილის საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლით გაიტანეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა და 10 ქულით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, თუმცა ჩვენს მთავარ კონკურენტ შვედეთს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
შემდეგ შეხვედრას რამაზ სვნაძის გაწვრთნილები უკვე 2024 წელს გამართავენ და 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, მამაცაშვილი, აბუაშვილი(ეგოიანი 90), გაგნიძე, ლომინაძე(ოსისყმაშვილი 72), ოდიშარია(ოგბაიძე 90), ო. მამაგეიშვილი(გ.მამაგეიშვილი 62), კვერნაძე
ჩრდ. მაკედონია – საქართველო 0:1
გოლი: მამაცაშვილი (54)
გაძევება: მაისურაძე (90+11), ილიევსკი (90+11)
მთელი მატჩი პრესინგით ვითამაშეთ და ბიჭებმა გაუძლეს.იბრძოლეს,იჩხუბეს,გაიმარჯვეს.კარგი გოლი გავიტანეთ,ბურთის ორმაგი გატარებით და მსგავსი გოლი,კვიპროსთან,19წლამდელებმაც გაიტანეს,რაც ძალიან კარგია!მეტოქეს თამაშში აშკარად ვაჯობეთ,მათ კი,სიმულაციებით და პროვოკაციებით სცადეს,ჩვენი არევა.თამაში ვერ აგვირიეს,მაგრამ კონფლიქტებში ჩათრევით,ჩვენც ძალიან ბევრი ბარათები აგვაკიდებინეს,წითელი ბარათის ჩათვლით.მსაჯი,მტყუან მართალს არ არჩევდა და ორივე მხარეს,დაუზოგავად აყვითლებდა.ვთვლი,რომ მან თამაშიოს სადავეები ვერ დაიჭირა.ალბათ ისიც გამოუცდელი მსაჯი გამოგზავნეს.მატჩის დამატებულ დროში,ორჯერ აშკარად მეტოქის სასარგებლოდ შეცდა და ამით კიდევ უფრო დაიძაბა,თამაში.შედეგი,მატჩის ბოლოს ატეხილი კონფლიქტი და წითელ ყვითელი ბარათები გახდა.ვთვლი,რომ ასეთი უპირატესობის ფონზე,ვალდებულები ვიყავით,მეორე გოლიც საკმაოდ ადრე გაგვეტანა,რაც თამაშს დააწყნარებდა.შვედებთანაც,უპირატესობის მიუხედავად,ვერ გავიმარჯვეთ და გამოდის,რომ ისევ გოლების გამტანი გვყავს,საძებნელი.ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და იმედია გაჩენილ შანსებს,გამოვიყენებთ.რა თქმა უნდა ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ და კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვუსურვებ,მომავალში.