ევროკავშირი ემზადება უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტისთვის

ევროკავშირი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება არ გაგრძელდეს.
კონტრაქტს ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება ამ თემის განხილვაში მონაწილე წყაროებზე დაყრდნობით, წერს „ევროპული პრავდა.“
ცნობით, ევროკომისიის თანახმად, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ აირზე, როგორიცაა ავსტრია და , შეძლებენ ალტერნატიული წყაროების მოპოვებას მიწოდების შეწყვეტის შემდეგ.
ევროკომისიამ ჩაატარა წინასწარი ანალიზი პოტენციური სცენარების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ტრანზიტის შეთანხმების დასრულების შემდეგ სხვა მილსადენების სიმძლავრის მოდელირების ჩათვლით. ასეთია, მაგალითად, „თურქული ნაკადი, რომელიც შეიძლება მოიხმარონ დეფიციტის ანაზღაურებისთვის.
ევროკომისია ამ საკითხს წევრ ქვეყნებთან თებერვალში განიხილავს, სანამ გეგმას ოფიციალურად წარუდგენს ენერგეტიკის მინისტრებს 4 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე.
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღიარა, რომ ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ ხელშეკრულებები 2024 წლის შემდეგაც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობდეს საშუალებები უკრაინის გავლით გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!