ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება – ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ'ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.

ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეეჯიბრებიან.

წელს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: სამთო თხილამურობა და ფიგურული ციგურაობა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში შემავალი სპორტსმენები იქნებიან:

ფიგურული სრიალი:

· ნიკა ეგაძე – ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;

· ანასტასია გუბანოვა – ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;

· ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა – სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;

· დიანა დევისი და გლებ სმოლკინი – სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;

· საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები – გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი.

სამთო თხილამურობა:

· ნინო წიკლაური – 15 და 18 თებერვალი;

· ლუკა ბუჩუკური – 14 და 16 თებერვალი.

ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.