პუტინის თქმით, კიევმა იცოდა თვითმფრინავში სამხედრო ტყვეები ყოფნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 იანვარს კიევს ბრალად დასდო რუსეთის ილ-76-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება და თქვა, რომ უკრაინამ იცოდა ბორტზე სამხედრო ტყვეების ყოფნის შესახებ.
“უკრაინის არმიის მთავარმა სადაზვერვო უწყებამ იცოდა, რომ გადაგვყავდა 65 სამხედრო მოსამსახურე. მათ ეს ან შეცდომით ჩაიდინეს, ან განზრახ, მაგრამ მათ ეს გააკეთეს“ – თქვა პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76. მის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ესროლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.
უკრაინა ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
მომხდარზე საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

თამო კეშელავა: თურმე, ყველამ იცის, – პოლიციელმა, ბაღმა, ექიმმა, მერიამ, სააგენტომ, სამინისტრომ… დაიკიდეს ამდენი ოჯახი, მერი წავიდა და სკვერი გახსნა! ვინც წაიყვანდა კლინიკაში, – წაიყვანდა!