ვახტანგ ჭარაია – ეს არის საწყისიდანვე თაღლითური ხელშეკრულება – როცა გეუბნებიან, რომ გაძლევენ სესხს და სინამდვილეში ხელშეკრულებაში გიწერენ, რომ ქონებას ასხვისებ, ეს უკვე აღარაა სესხი

ეს არის საწყისიდანვე თაღლითური ხელშეკრულება [ე.წ.მევახშეებთან დადებული ხელშეკრულება]. როდესაც გეუბნებიან, რომ გაძლევენ სესხს და სინამდვილეში ხელშეკრულებაში გიწერენ, რომ ქონებას ასხვისებ, ეს უკვე აღარ არის სესხი. შესაბამისად, კონტრაქტი საფუძველშივე მცდარია და გამსესხებელი და მსესხებელი არასწორი პოზიციებით იწყებს თამაშს, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“ გრადუსი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. მევახშეებთან და გამოსახლებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
მისი თქმით, მხარს უჭერს იმ ადამიანია პოზიციას, ვინც აღმოჩნდა თაღლითური სქემის მსხვერპლი.
„კონტრაქტი საფუძველშივე მცდარია და გამსესხებელი და მსესხებელი არასწორი პოზიციებით იწყება თამაშს. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, შეიძლება იმ ადამიანების გაგება და მათი პოზიციის დაკავება ვინც ფული ისესხა და ამ ხაფანგში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ყველამ არ იცის იურიდიული ტერმინოლოგია, კარგად არ ერკვევა ასეთ სიტუაციებში. ბოლოს და ბოლოს, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ადამიანს გიჭირს, თანხა პირობითად, ოპერაციისთვის ან გადაუდებელი საქმისთვის გინდა, სულ რომ იცოდე, რასაც აწერ ხელს მაინც მოაწერ, მაგრამ ეს უკვე ცოტა განსხვავებული შემთხვევაა, მაგრამ მოტყუების შემთხვევაში, ცალსახად, რა თქმა უნდა, მესმის და დავიკავებ იმ ადამიანთა პოზიციას, ვინც აღმოჩნდა თაღლითური სქემის მსხვერპლი“, – განაცხადა ჭარაიამ.
ამასთან, მისივე თქმით, კარგ შედეგს ვერ მოიტანს ნასესხები თანხის უკან არდაბრუნება.
„თუმცა, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ, თუ მხარს დავუჭერთ იმას, რომ მოდი, მევალემ თანხა არ დააბრუნოს, ეს კარგ შედეგებამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. მასობრივად, ქვეყნის მასშტაბით რომ დავიწყოთ ვალების არდაბრუნების პროპაგანდა არ მგონია, საერთოდ ეს სამართლიანი იყოს იმიტომ, რომ ერთი ადამიანი რომ მეორეს სესხს აძლევს, ის უნდა დააბრუნოს, ეს იქნება ბანკი, კონკრეტული პირი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, თუ ა.შ. უნდა დაიბრუნოს საკუთარი ფული, პლუს გარკვეული სარგებელიც, რაც ფულის გასესხებისთვის დაიმსახურა.
რატომ მოხდა ამ საკითხების ამ დღეებში გააქტიურება? სავარაუდოდ, როდესაც წინა იურიდიული ნორმები შეიცვალა და გამოიძებნა მექანიზმი, რომ უკუგამოსყიდვის გზით შეიძლებოდა ფულის გაცემა, თვითონ გამსესხებლები იყვნენ საკმაოდ ფრთხილები სავარაუდოდ და პირველ ეტაპზე, ვისაც აძლევდნენ სესხს აძლევდნენ უკან, თუნდაც ვადის გადაცილებით, დამატებითი საკომისიოს ან ხარჯის სანაცვლოდ. შემდეგ როცა გავიდა 1-2 წელი ცოტა გაუთამამდნენ სიტუაციას და შეიძლება შემდეგ უკვე დასაკუთრების ხშირი შემთხვევები გაჩნდა, სავარაუდოდ. ზუსტად ამ მომენტში ვართ, იმ ფრთხილი ნაბიჯებიდან, რომელსაც ისინი ცდილობდნენ რომ შეპარვით გაეკეთებინათ და გამოსდიოდათ, გადავიდნენ აგრესიულ ქმედებაზე“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს