საპატრიარქო გამოსახლებების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას გამოსახლების შესახებ და აცხადებს, რომ იმედოვნებს, „მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“.
„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს“, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ფეისბუკზე განცხადებაში.
· 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი სისხლის სამართლის წესით.
· აღსრულების პროცესი გადაიდო გუშინ, 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე. აღსრულების ბიურომ ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 31-ე მუხლით;
· გამოსახლება გადაიდო ასევე თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზეც. რადიო თავისუფლებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით.
კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები არიან მოძრაობა „ხმის“ წევრები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ განჩინების მიღებით მოსამართლე დავით კურტანიძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანს: რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია რვა მათგანის დაჯარიმების შესახებ 2000-2000 ლარით – დაკავებულთა ნაწილზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ