სენაკში, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა – არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა

სენაკში, „ს“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თვითმხილველის ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ