დააკავეს ორი კაცი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიბეო სამსახურმა დააკავა ორი კაცი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით. მათ 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ აკრედიტებული დაწესებულების სახელით, ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მათ მიერ შემოწმებული ავტოტრანსპორტის აირბალონის სისტემა და აირბალონი შეესაბამებოდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყებაში აცხადებენ, რომ აგრძელებენ გამოძიებას იგივე დანაშაულში თანამომაწილე სხვა პირების დასადგენად და დასაკავებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე