ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც – ირაკლი ღარიბაშვილი

ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე, 15 დეკემბერი იყო მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა.
ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი ისეთი პროექტებისადმი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოძალადე “ჟურნალისტისთვის”, მზია ამაღლობელისთვის, კრიმინალი ნიკა გვარამიასთვის, უსინდისობისთვის პატიმრებისგან სამართლიანად ნაგინები ექს-ომბუდსმენი ნინო ლომჯარიასთვის “პრიზების” გადაცემა ადასდტურებს, თუ რა ჭაობშია “დიპ სთეითი”

თუ 70 წელს გადაცილებული ხარ და ექიმი ხარ, მაშინ გაქვს უფლება შტურმით აიღო პრეზიდენტის რეზიდენცია? კანონი ყველასთვის კანონია – არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს და არც ასაკს, დააშავებ-დაისჯები!

ევრო-ამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი – დემოკრატიის შუქურა, გვარამია – პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, ამაღლობელი – მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი, შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის