ლაშა დარსალია -ში კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეებს შეხვდა – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია -ის კომერციის დეპარტამენტში მდივნის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უილიამ კიმიტი, მოადგილე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში და ჯეფრი კესლერი, მოადგილე ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.
“მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ