დარსალია და ტალიაშვილი -ის კომერციის მდივნის მოადგილეებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი -ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის მოადგილეებს შეხვდნენ.
საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში გაიმართა მდივნის მოადგილეებთან:
· ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში უილიამ კიმიტთან
· ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯეფრი კესლერთან.
„მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით“, – წერია უწყების გავრცელებულ მოკლე ცნობაში.
ამავე წყაროს თანახმად, „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს“.
ასევე, „ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე“.
„ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“, – წერია პრესრელიზში.
ლაშა დარსალია ვაშინგტონში
წინა დღეს, 4 თებერვალს ტალიაშვილი და დარსალია ასევე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს:
· დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასს;
· სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის.
შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.
საელჩოს ცნობით, „ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.
„განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი“, – წერდა საელჩო.
· უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა – იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
· მაშინ ის „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს, შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ