ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა – კაცს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი

გარ­და­ბან­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი ავეჯის ერთ–ერთ მაღაზიაში დაინახეს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარადის ყიდვაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც, მამაკაცმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “ალიას” წყარო უყვება, წყვილი გაშორებული იყო, ყოფილი ქმარი 30 წლამდე ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ავიწროვებდა, რის გამოც კაცს შემაკავებელი ორდენიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევაა არაა, რომ შემაკავებელი ორდენი მსხვერპლს ვერ იცავს და კონტროლის მექანიზმი ზოგ შემთხვევაში სუსტია, ზოგ შემთხვევაში – არ არსებობს.
გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის კ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.