შეთანხმება შედგა რუსთავის აზოტის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის

შეთანხმება შედგა რუსთავის აზოტის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის. ამის შესახებ ინფორმაციას გაფიცვის აქტიური მონაწილე ბაჩანა კაპანაძე ავრცელებს.
მისი თქმით, მხარეები შემდეგი პირობებით შეთანხმდნენ:
1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.
4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.
7. შეიქმნა პროფკავშირი
“მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით.
ასევე მადლობა ყველა იმ მედია-საშუალებას, რომელიც აშუქებდა აზოტის პროტესტის ამბებს ყოველდღიურ რეჟიმში”, – წერს ბაჩანა კაპანაძე და ასევე მადლობას უხდის დამოუკიდებელ პროფკავშირ “ლაბორსა” და მემარცხენე აქტივისტებს მოძრაობა “ხმიდან”.