მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის თავიდან აცილება დაავალა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მას აქვს იურისდიქცია სამხრეთ აფრიკასა და ისრაელს შორის დავის თაობაზე იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ს ქმედებები ღაზაში გენოციდს წარმოადგენდეს.
„სასამართლოს აზრით, ზოგიერთი ქმედება და უმოქმედობა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ვარაუდით ისრაელმა ღაზაში ჩაიდინა, როგორც ჩანს, შეიძლება მოხვდეს გენოციდის კონვენციის დებულებებში“, – განაცხადა მოსამართლემ ჯოან დონოგიუმ.
მისი თქმით, სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა საქმის ზოგადი სიიდან ამოღების შესახებ.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეუძლია დაეთანხმოს ისრაელის მოთხოვნას, საქმის ზოგადი სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა თავიდან აიცილოს გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული ყველა ქმედება.
მოსამართლის განმარტებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.