საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
„ჩვენ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, დე ფაქტო, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და შეიძლება ითქვას, დღეს უკვე ეს რეალობა, ეს მოცემულობა, გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ს თქმით, ორივე ქვეყანა მოწოდებულია, კიდევ უფრო მეტად განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
ამასთან, ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებასა და სტაბილურობაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით