კიევი: რუსეთი უარს ამბობს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე

უკრაინული მხარის განცხადებით, უარს ამბობს სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, მ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა.
უკრაინაში არც ადასტურებენ, და არც უარყოფენ თვითმფრინავის მათი ძალების მიერ ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული ტექნიკისა და შეიარაღების, ასევე ჯარისკაცების ტრანსპორტირებისთვის. „რუსეთს არ შეუტყობინებია უკრაინისთვის, რომ ამ თვითმფრინავით მოხდებოდა უკრაინელი ტყვეების ტრანსპორტირება“, – ციტირებს იუსოვს „უკრაინსკა პრავდა“.
რაც შეეხება თვითმფრინავის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებას, ეს უკრაინული მხარის მოთხოვნაა. ს განცხადებით, ამგვარ გამოძიებას სწორედ მოსკოვში ეწინააღმდეგებიან. „როგორც გვესმის, რუსეთი [საერთაშორისო საგამოძიებო] კომისიის მუშაობას უარყოფს“, – ამბობს იუსოვი და ამატებს, რომ გამოძიება დაადგენდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს.
თვითმფრინავი „ილ-76“ 24 იანვარს, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. რუსეთმა მალევე განაცხადა, რომ ბორტზე უკრაინელი ტყვეები იყვნენ და მომხდარში კიევი დაადანაშაულა.