მოიზე კინი “ატლეტიკოს” შეუერთდება

“იუვენტუსის” ფორვარდი მოიზე კინი 6-თვიანი იჯარით მადრიდის “ატლეტიკოს” შეუერთდება.
“როხიბლანკოს” იტალიელი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, კინი “იუვენტუსის” აღზრდილია. იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა “ბებერი ქალბატონის” რიგებში 115 შეხვედრა გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.