მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს ცნობას, რომ აშშ-ში იმყოფება

მამუკა მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება “არაოფიციალური ვიზიტით”.
მდინარაძემ ნეტგაზეთს თავად უთხრა, რომ ის თბილისშია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ამერიკაშია, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა და დეპუტატმა, სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში, გიორგი შარაშიძემ გაავრცელა “პალიტრას” ეთერით.
“ივანიშვილს აშშ-ში მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი, არც მეტი არც ნაკლები სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით” – განაცხადა შარაშიძემ და ეს ამბავი შეადარა სუს-ის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ვიზიტს ვაშინგტონში, რომელსაც გიორგი გახარიას ინფორმაციით ჰქონდა უშედეგო მცდელობა, რომ გაფუჭებული ურთიერთობები გამოესწორებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას