ლევან გოგიჩაიშვილი – ვერ ვხდები, რა კომპლექსია, თქვან რომ მდინარაძე ამერიკაშია ან თქვას, რომ აქ არის, ადრე ყველა კამერას მისდევდა პარლამენტში – ივანიშვილს ამერიკაში სათხოვარი აქვს, გარანტიები სჭირდებათ და მდინარაძე სახვეწნად გაუშვეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამერიკაში ყოფნა დანაშაულს არ წარმოადგენს და გაუგებარია, რატომ არ ხდება ამის პირდაპირი დადასტურება ან უარყოფა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას -ში გარკვეული პოლიტიკური ინტერესები და მოთხოვნები აქვს, მათ შორის, ურთიერთობების აღდგენისა და გარანტიების მიღების კუთხით. გოგიჩაიშვილის თქმით, სწორედ ამ მიზნებისთვის არის გაგზავნილი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი (მამუკა მდინარაძე) იმყოფება ამერიკაში. სუს-ის ბევრ განცხადებას მოკლე ფეხები აქვს. მდინარაძე არ იყო დამალული ადამიანი მედიასთან და თვითონაც შეუძლია ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჰქონდეს. ვერ ვხდები რა კომპლექსია, რომ თქვან ამერიკაშია ან თქვას, რომ აქ არის. ადრე ყველა კამერას მისდევდა მე-9 მოწვევის პარლამენტში, ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, შესაბამისად, ამას თავისი მტკიცებულება სჭირდება. ჯერ ერთი, ამაში არაფერი დანაშაული არ არის.
ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ ლილუაშვილი ამერიკაშია, ის იყო ამერიკაში. ჩვენ ვთქვით ამერიკაშია, სუს-მა თქვა არა, თან ისე თქვეს, თითქოს დანაშაულში ვამხილეთ. რა მოხდა თუ წასულია? გასაგებია, რომ ივანიშვილს რაღაც სჭირდება ამერიკაში. სათხოვარი და სახვეწნი აქვს. გარანტიები და ურთიერთობების აღდგენა სჭირდებათ. მდინარაძე არის სახვეწნად გაშვებული“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის თქმით, პარტიას დამატებითი ინფორმაციაც გააჩნია იმის შესახებ, თუ ვისთან ცდილობენ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები -ში, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
„თუ წასულია ეს რანგი და მეორე შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ის (მამუკა მდინარაძე) არის წინა ფრონტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – უკანა ფრონტი. სხვა ინფორმაციებიც გვაქვს – ვის ხვდება, ვინ არ ხვდება, ვისთან ითხოვდა შეხვედრას“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ფლობს ძალაუფლებას, რადგან პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ პარლამენტმა აირჩია და მას ექვემდებარება სახელმწიფო სტრუქტურები.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიარებულია.
გოგიჩაიშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობის საკითხზე. მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის შეწყალების აქტი, თუმცა „რეალურად ზურაბიშვილის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება აღარ შეუძლია“.
„თუ ლეგიტიმური პრეზიდენტია, შეუძლია შეწყალების აქტი გამოსცეს და ადამიანები ციხიდან გამოუშვას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, ვიღაცისთვის პოლიტიკური ხაზი და სხვა რეალობა. გაერო-ში საქართველოს სახელით გამოვიდა სხვა ადამიანი (). ჩვენ ვამბობთ, რომ გაყალბდა, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას. ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პარლამენტმა აირჩია და მას ექვემდებარება სახელმწიფოს სტრუქტურები ეს არის მოცემულობა, ვაღიარებ თუ არა ამას, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაყალბდა, „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი არ აუღია. დღეს ისინი ძალაუფლებას ფლობენ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ საპარლამენტო ინსტრუმენტებს ვიყენებთ საზოგადოებასთან უკეთესად კომუნიკაციისთვის. ის, რომ ადამიანებს არ მოვუწოდებთ შევარდნისკენ და წესრიგის დარღვევისკენ, ესეც ფაქტია, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები არჩევნებზე გადის. მიგვაჩნია, რომ ქუჩა და რევოლუციები არის გუშინდელი დღე. ის, რომ ამბობს, მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეს არის მისი პოზიცია, მაგრამ რეალურ ფუნქციებს ის ვერ ასრულებს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია