სახელმწიფო ქონების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ქონების, მანქანებისა და შენობების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და მსგავსი საქციელის გამო ყველამ პასუხი უნდა აგოს.
მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება, თითოეულმა მოქალაქემ კანონის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს.
“კარგია, რომ მხარეები მორიგდნენ. მაგრამ, რაც შეეხება დაკავებულებს, არც ერთ შემთხვევაში არარის გამართლებული ის, რომ სახელმწიფოს ქონება დააზიანო და თან ასე საჯაროდ. დააზიანო ავტომობილები, შენობა და ა.შ. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა უზრუნველყო, მანქანების და შენობების დაზიანება არა რის გამოხატვის თავისუფლება. რა თმა უნდა, ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა