თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ.
