საბავშვო ბაღში ბავშვის ცემა – სახელმწიფოს 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა

საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტი – თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს, რომელმაც ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობა, ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს.
#ეს წუთია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.
საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ