არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოყენებული ზომები რელევანტურია და ადეკვატურია იმისა, რაც მოხდა – მიხეილ დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმეზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების საქმე შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, დაკავებულების მიმართ გამოყენებული ზომები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რელევანტურია თუ არა.
მისი თქმით, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის, თუმცა დაკავებულების მიმართ გამოყენებული სანქციების რელევანტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
“ზოგადად, არავის ქონების დაზიანება მისასალმებელი არ არის და ვერც იქნება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გამოყენებული სანქციის ადეკვატურობა რამდენად სწორია, ამას მე დიდი კითხვის ნიშანს დავუსვამდი. არ ვარ დარწმუნებული, რომ გამოყენებული ზომები რელევანტურია და ადეკვატურია იმისა რაც მოხდა”, – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო