მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ „მკვეთრად გაუარესდა“ – საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში

2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, – წერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„მსოფლიოს ანგარიში 2026-ის“ თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო ფართომასშტაბიანი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლას.
ანგარიში ციტირებს უფლებადამცველ ჯგუფებს, რომ მიღებული ზომები წარმოადგენს განსხვავებული აზრის ჩახშობის კოორდინირებულ მცდელობას.
აღნიშნულია, რომ რეპრესიებმა ასევე გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური იზოლაცია ევროკავშირისგან.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა თანამდებობის პირების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დაწესებულება, არავის აქვს “ორი თავი” – ყველა ძალიან ფრთხილად იქნება