აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა – Bloomberg

„ბლუმბერგი“ იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა.
„შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა, თუმცა მათი განხორციელების ნიშნები არ ჩანს“, – აცხადებენ სააგენტოს წყაროები.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ წარმატებით ეგუებოდა დასავლეთის სანქციების ზეწოლას. რუსეთის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა, რომ სანქციებმა მიზნებს ვერ მიაღწია.