სტუდენტებმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს.
კანცელარიაში იმყოფებიან „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები, ასევე სხვა მოქმედი და ყოფილი სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ არ გამოვლენ კანცელარიიდან, ვიდრე უნივერსიტეტი არ გააკეთებს დაკავებული ლექტორის, გიორგი ჩიქობავას მხარდამჭერ განცხადებას. იგივესკენ მოუწოდეს სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.
„გაიფიცოს უნივერსიტეტი! გათავისუფლდნენ დაკავებულები! შეწყდეს გამოსახლება! საცხოვრებელი ყველას“, — სკანდირებენ სტუდენტები.
მოძრაობა „ხმის“ წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი კაკო ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
