შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს -ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

„ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს -ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში და რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი მცდელობა. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, როგორ გააგზავნა ასევე, შიკრიკად ლილუაშვილი. მედიისგან დაფარულად, ოფიციალური ინფორმაცია არ იყო ამასთან დაკავშირებული. მაშინ გიორგი გახარიაც ამერიკაში იყო და მისი ვიზიტი დაემთხვა ლილუაშვილის არაფორმალურ ვიზიტს. დღესაც, ზუსტად იგივე ხდება. ამოწურა „ოცნებამ“ ყველაფრის რესურსი და ხედავს, რომ უბრალოდ არ გამოდის ამერიკასთან არანაირი ურთიერთობების გადატვირთვა. მათ უბრალოდ არ აქვთ რესურსი, ოფიციალურ დონეზე დაალაგონ, გადატვირთონ ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც თავად ამბობენ. ახლა ვხედავთ სუს-ის ხელმძღვანელის განმეორებით [ვიზიტს]. ანალოგიური პრაქტიკა არსებობდა და არც მაშინ მოჰყოლია დადებითი შედეგი ვიზიტს ამერიკაში. რა უნდა ქნას მდინარაძემ? როგორ წარმოგიდგენიათ სუს-ის ხელმძღვანელი არაოფიციალური ვიზიტით, ჩუმად ამერიკაში მყოფი? ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? ხომ არ ჰგონია და მოსკოვი? თავად ეს ფაქტიც უკვე იმდენად ამაზრზენია… ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გასულია ყველანაირი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სუს-ის უფროსი შეიძლება არაფორმალურ და საიდუმლო შეხვედრებს მართავდეს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოში, როგორიც არის აშშ? ეს რაზე მეტყველებს, ამაზე ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიტანონ დასკვნები“ – ამის შესახებ გახარიას პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.