კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში, საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 29-ე ადგილზე დაწინაურდა. ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა, კეთილსინდისიერების 2023 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.
საქართველომ, შეფასების 10 ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია. საქართველო 32-ე ადგილიდან საუკეთესო 30 ქვეყანას შორისაა და 29-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, კეთილსინდისიერების ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს.
ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.
კეთილსინდისიერების რეიტინგში, საქართველო ევროკავშირის და ნატო-ს წევრ, ჯამში 11 სახელმწიფოს უსწრებს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას, ამასთან საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში და აგრეთვე ლიდერია, მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ