“ბენქსი: ლეგენდის დაბადება სტივ ლაზარიდისის კურატორობით” 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა – გამოფენის მხარდამჭერია X და VISA

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.
მეოთხე თვეა მუზეუმში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის, ბენქსის ნამუშევრები, გაეცნონ მის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე, იხილონ გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა.
“SOLO განაგრძობს კულტურული და ხელოვნების სფეროს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ქართული სახვითი მუზეუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმმა, SOLO X-სთან და Visa-სთან პარტნიორობით, მსოფლიოში აღიარებული არტისტის, ბენქსის გამოფენას უმასპინძლა სტივ ლაზარიდისის კურატორობით. გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია – ის 30 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა. გვახარებს დადებითი უკუკავშირი, რაც გამოფენას მოჰყვა, ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო მეტი კულტურული პროექტის განხორციელებას”, – აღნიშნავს ეთერ ირემაძე, ს გენერალური დირექტორის მოადგილე.
გამოფენაზე ბრიტანელი ქუჩის არტისტის ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ქართველი ქუჩის ხელოვანების – გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი მხატვრების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ