უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყნის სამხრეთიდან ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 65 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა წელს 4 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. გერმან გალუშჩენკოს თქმით, რეაქტორების მშენებლობა არაუგვიანეს შემოდგომისა დაიწყება, რაც ემსახურება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღდგენას, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას