პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ერთი ფაკულტეტის და ერთი ქალაქის პრინციპის იდეით ბევრი ადამიანი განათლების მიღებას ვერ შეძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზადდება შესაძლებლობა, უფრო შეღავათიანი ან ადვილად გამოსაყენებლი სამუშაო ძალისა.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, უფასო განათლება არის სატყუარა, რომელიც მხოლოდ ადამიანების მცირე რაოდენობას შეეძლება.
უფასო, მონური სამუშაო ძალა… მე ვხედავ კარგად, როგორ ნერვიულობენ მშობლები, რადგან ვერ გაიგეს რა ხდება. იმ იდეით, რაც არის ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, კი გადმოაგდეს სატყუარა, რომ უფასო განათლება, მაგრამ ეს ექნება პატარა რაოდენობის ადამიანებს. ამ იდეით, უმაღლესში, უბრალოდ ბევრი ხალხი, კერძოში და საჯაროში ერთად, განათლებას ვერ მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ მზადდება შესაძლებლობა, უფრო შეღავათიანი ან ადვილად გამოსაყენებლი სამუშაო ძალისა, რომელიც ვერ სწავლობს, რას აკეთებს, მიდის ბაზარზე, სადაც ანაზღაურება არანორმალურია, ამას თუ დავუმატებთ, რომ ჩვენ შესაძლებლობა არ გვქონდეს, ადვილად ვიმოგზაუროთ ევროპაში, ეს არის მომზადება. ეს არის ყმების თაობების მომზადება და ვფიქრობ, ამაზე ადამიანები დაფიქრდებიან, – განაცხადა დოლიძემ.




