სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
გამარჯობა არჩილ, მე ქეთი ვარ და გუშინ დავწერე პოსტი თუ გუშინწინ, აღარ მახსოვს, რომ ქ.ოცნების რეჟიმს, ნუ უწოდებთ მთავრობას, ამით ლეგიტიმაციას აძლევთ თქვენს თავებშიც.
ხოლო მაშინ, როდესაც ქ.ოცებს ლეგიტიმაცია არ მისცა ევროპამ და ამერიკამ, ჩვენ ნუ მივცემთ მეთქი.
ჰოდა დღეს ამ ბოხხმიანმა ხმადაყენებულმა კაცმა, განაცხადე, ეგაო სისხლის სამართლით დასჯადი ჰო არ იყოსო? ნეტაო ჰააო 
სიყვარულო, არჩილ, აი იმ წლებში, შენ რომ ჯავახიშვილში სამართალმცოდნეობას სწავლობდი, მე სოციოლოგიას და პოლიტიკის მეცნიერებებს;
შენ რომ ასევე მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში იცავდი, ზუსტად იგივე წლებში, მე საჯარო პოლიტიკაში ვიცავდი ხარისხს, შენ რომ კანონების შექმნა გასწავლეს, მე პოლიტიკის კეთება მასწავლეს ძვირფასო და ამიტომ ცოტა კანონებიდან გაგახედებ, კანონს იქითაც რომ დაინახო რა ხდება, კარგი? 
პოლიტიკა როგორ იქმნება და რანაირად იქმნება, ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა არის უკეთესი, მაგას ვსწავლობდი მე და კიდევ, სამართალის ყოფილ სტუდენტს, იმას აგიხსნი, რომ ხანდახან სამართალი და სამართლიანობა იმიჯნება და შენ რასაც კანონის სახით ახლა სამართალს არქმევ, კანონია და ე.ი. უნდა დაემორჩილოო მეუბნები
საპასუხოდ გეტყვი, რომ უბრალოდ მავნებლობ!
ახლა კიდევ ერთ რამეს გეტყვი:
2020 წელს,
ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები, მოისყიდა მოსახლეობა, გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და კანონის ენითვე გეტყვი, რომ კი 2020 წელს არჩევნები გაყალბდა.
ჩამოვიდა შარლ-მიშელი, მაშინ ევროპას ქოცობა პროევროპელი ხალხი ეგონა, არაუშავს კაცოო, ხდება ხოლმეო და ოპოზიცია ძალით შეიყვანა პარლამენტში და ევროკავშირის ხათრით, 4 წელი ვათრიეთ ხალხმა გაყალბებული პარლამენტი.
2024 წელს, ქართულმა ოცნებამ, უფრო დიდი მობილიზებით, უფრო დიდი მოსყიდვით, როგორიც იყო:
ბენზინის ტალონების ჩამორიგება;
საკვები ტალონების მიცემა;
სოციალური დახმარებების გაცემა პარტიის სასარგებლოდ (ჩახედეთ სტატისტიკას, მაინც და მაინც არჩევნების წინ რატომაა ერთჯერადი სოციალური დახმარების პაკეტები გაზრდილი? კი, ესეც გაყალბების მტკიცებულებაა);
დასაქმების რაღაც გაუგებარი პროგრამის ვითომ შემოღებით, რომელიც პირდაპირ ხმების მიცემის კამპანიას მიება;
უდიდესი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით;
არჩევნებამდე პერიოდში, პარტია ქართულმა ოცნებამ, ქართველი ხალხის ნებაზე მოახდინა ზეწოლა და არჩევნები გაყალბდა.
არა არჩილ, დიდი ხანია არჩევნები არჩევნების დღეს აღარ ყალბდება საქართველოში!
არჩევნების დღეს ადმინისტრაციულ რესურსს +ქურდული სამყაროს წარმომადგენლების უბნებზე ტრიალით, უბრალოდ ზეწოლა იზრდება ამომრჩეველზე, რაც ასევე კანონდარღვევაა, ასე არაა ძვირფასო არჩილ? 
გაყალბებული არჩევნები არ აღიარა არც ევროპამ, არც ჩვენმა დიდი ხნის სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკამ და არცერთმა ცივილური სამყაროს ქვეყნებმა.
საით მიდის ქვეყანა? დასავლური ცივილიზაციისკენ!
ჰოდა დასავლურმა ცივილიზაციამ არ აღიარა არჩილ, იაზრებ ჰო?!
საერთოდაც რად მინდა ევროპისა და ამერიკის არაღიარება, როცა აგერ მე, ქართველი გეუბნები, რომ ჩემს თვალწინ გაყალბდა არჩევნები და შენ თუ ღარიბ და ძალით დამორჩილებულ მოსახლეობას აჯერებ, ესაო ისაო, გაყალბება კი არიო მოსყიდვაო, მაგრამო კაცო, ასე ჰო იყო ადრეცო, სულ ასე იყოო და ეგაო არაუშავსო,
ჰოდა უშავს!
ძალიანაც რომ უშავს!
შენმა პარტიამ, არჩევნები გააყალბა!
ძვირფასო არჩილ, შენ რომ გგონია ხვალ კანონს მივიღებ და ლაპარაკის უფლებას შევუზღუდოავო,
შენს გასაგონად ვიტყვი და შენნაირებისა კიდევ:
მე იმ ქვეყნის შვილი ვარ,
დავით გურამიშვილი რომ ჰყავს და რომელმაც სკოლაში ნასწავლი დავით გურამიშვილი გააზრებით შეიყვარა,
შესაბამისად:
“ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად”.
შენ შეგიძლია ხვალ სისხლით დამიჭირო,
ეს გოგო არ გვაღიარებსო,
მოდი ეს დავიჭიროთ და სხვებიც დაშინდებიანო,
მაგრამ ამით საქართველოს ისტორიას ვერ გადაწერ.
დრო რომ გავა, უახლეს ისტორიაში ამ წლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ ქვეყანას მართავდა არალეგიტიმური პარტია ქ.ოცნება და არ ჰქონდა საერთაშორისო აღიარება.
და იყო პარლამენტი არალეგიტიმური,
პრემიერი არალეგიტიმური,
მინისტრი არალეგიტიმური
და
შენც
არალეგიტიმური 
ყველაზე საღიმილო იცი რა არის?
შენ ზიხარ პარლამენტში,
ყველაზე ძლევამოსილ ორგანოში,
მე რეგიონში, ერთი პატარა მუნიციპალიტეტის,
ერთ პატარა ქალაქში, სადაც 4 000 კაციც კი აღარ ვცხოვრობთ და შენ მაინც ჩემი და ჩემნაირების სიტყვების ძალის გეშინია,
იცი რატომ?
იმიტომ, რომ
ჰო,
სიტყვებს აქვთ ძალა!
მით უმეტეს, როცა ზურგს სამართალი უმაგრებს
და არა კანონი,
სიყვარულით,
ქეთი ქიზიყიდან 




