ეროდოანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ნატოში შვედეთის მიღების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ეროდოანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ნატოში შვედეთის მიღების თაობაზე, რომელსაც ორი დღის წინ თურქეთის პარლამენტმა გაუკეთა რატიფიკაცია.
შვედეთმა ფინეთთან ერთად გადაწყვიტა, 2022 წლის გაზაფხულზე ნატოში წევრობის განაცხადი შეეტანა მას შემდეგ, რაც უკრაინას დაესხა თავს. მანამდე ორივე ქვეყანა ათწლეულობით იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან.
ნატოს უმეტესმა წევრმა რატიფიკაცია გაუკეთა ალიანსში ორი ქვეყნის მიღებას, მაგრამ თურქეთმა, რომელიც შვედეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების შეფარებაში სდებდა ბრალს, ეს პროცესი გააჭიანურა. ამის შედეგად ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა ჯერ კიდევ შარშან აპრილში, შვედეთს კი ჯერაც არ დაუსრულებია ალიანსში შესვლის პროცესი.
შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია ჯერ არ გაუკეთებია უნგრეთს. ნატოში ახალი ქვეყნის მიღებისთვის აუცილებელია ყველა წევრის თანხმობა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის