26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასი” მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილისა და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ონიაშვილის, შარტავას, ბუდაპეშტის, კანდელაკის, გაგარინის, გურამ ფანჯიკიძისა და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოსა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილისა და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, მუხიანისა და ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა