ანაკლიაა პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად – ირაკლი კობახიძე
ევროკომისიის საერთო ინტერესების პროექტად შერჩეული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივის მიზანია ევროპის ელექტროსისტემებთან საქართველოს დაკავშირება და ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანზიტო ჰაბად ქვეყნის პოზიციონირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე.
„ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს – სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად. გვჯერა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ამიტომ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ეფექტურ სასაზღვრო პროცედურებს, პროგნოზირებად ტრანზიტს და საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივებას. ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




