თევზეული 20.5%-ით, პური – 14.3%-ით – რა გაძვირდა ყველაზე მეტად?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.
საქსტატის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55%-ით აისახა.
ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
· თევზეული – 20.5%;
· ხილი და ყურძენი – 16.9%;
· პური და პურპროდუქტები – 14.3%;
· შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.2%;
· ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7 პროცენტი;
· ყავა, ჩაი და კაკაო – 9.4%;
· ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.8%;
· ზეთი და ცხიმი – 8.7%;
· რძე, ყველი და კვერცხი – 8.6%;
· მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 6.8%.




