მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტე უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირზელენსკისთან ერთად კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალს ეწვია.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მათ პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
„დამოუკიდებლობის მოედანი. ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი. მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს გმირებს, მეომრებს, ჩვენს ხალხს, რომლებმაც დაიცვეს უკრაინა მტრისგან, იბრძოდნენ და უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ამ ომში. ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დღეს პატივი მივაგე დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მარადიული პატივი ჩვენს მეომრებს. მარადიული მადლიერება მათი თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვისთვის. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა“, – წერს ის.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა