უკრაინამ რუსეთში “როსნეფტის” საწარმო დააზიანა

უკრაინული დრონები თავს დაესხნენ “როსნეფტის” კუთვნილ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს. ინფორმაციას უკრაინული წყაროები დღეს, 25 იანვარს ავრცელებენ.
“როსნეფტის” საწარმო რუსეთის სამხრეთში, ქალაქ ტუაფსეში მდებარეობს. რუსეთის სამხრეთ რაიონებში ბოლო დროს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გახშირდა. ოფიციალურად არც აღიარებს მათში მონაწილეობას და არც უარყოფს.
რუსეთის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამით, საწარმოს ექსპორტზე ორიენტირებულ განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა, მაგრამ ის ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, არც მსხვერპლი და არც დაშავებულები არ ყოფილან”, – განაცხადა ტუაფსეს რაიონულმა ხელმძღვანელმა სერგეი ბოიკომ სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე”.
თავად “როსნეფტს”, რუსეთის უდიდეს ნავთობმწარმოებელს განცხადება აქამდე არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს