Bloomberg – სანქციების მიუხედავად რუსეთმა 2023 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული მიკროსქემის იმპორტირება მოახდინა, სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით

სანქციების მიუხედავად რუსეთმა 2023 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული მიკროსქემის იმპორტირება მოახდინა, სავარაუდოდ მესამე ქვეყნების გავლით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ს საბაჟო სამსახურის გასაიდუმლოებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრალური სქემების უმეტესი ნაწილი ამერიკული და ევროპული კომპანიის მიერ იყო წარმოებული. მათ შორისაა Intel Corp, Advanced Micro Devices და Analog Devices Inc., ასევე ევროპული ბრენდები Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV.
ამავდროულად გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიების მიერ სასანქციო კანონმდებლობის დარღვევის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, მონაცემები არ აჩვენებს ვინ მოახდინა რუსეთში ტექნოლოგიების იმპორტირება, საიდან იყო ისინი გაგზავნილი და როდის მოხდა მათი წარმოება.
აღნიშნულ კომპანიებში განაცხადეს, რომ სრულიად იცავენ სასანქციო მოთხოვნებს, რუსეთში ბიზნესი შეწყვიტეს, როდესაც ში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ასევე მიიღეს შესაბამისი პროცესები და პოლიტიკა სანქციების შესრულების კონტროლისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დასანქცირებული ტექნოლოგიების უმრავლესობა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება, როგორებიცაა ჩინეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. და ევროკავშირი კი, თავის მხრივ, ამ მარშრუტების დაბლოკვას ცდილობენ მაღალი პრიორიტეტის ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებზე კონცენტრირებით, რომლებიც რუსულ იარაღში იქნა აღმოჩენელი და რომლებიც საჭიროა მისი წარმოებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს