ერთ წელიწადში, გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა 300,000-ით გაიზარდა – მიზეზი მიგრაციაა

გერმანიის მოსახლეობის რაოდენობის ნიშნულმა 84.7 მილიონს მიაღწია. მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში (ძირითადად, მიგრანტების შედინების ხარჯზე), ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 300,000-ით გაიზარდა, – წერს Deutsche Welle სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.
ქვეყანაში მიგრანტების შედინების მაჩვენებელი მკვეთრად დაბალი იყო 2022 წლის მონაცემებზე, თუმცა ამ ორი წლის მაჩვენებელთა შედარება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან 2022 წელს იმიგრაციის ძირითადი ფაქტორი, ომის დაწყების გამო, გერმანიაში უკრაინელთა მასობრივი შედინება გახდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციითვე, გასულ წელს გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე – დაიბადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა