ბეჟან წაქაძე: არ არის ჩვენთან ადამიანის უფლებების დარღვევა (ვიდეო)

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებები არ ირღვევა. ამის შესახებ მან ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ბეჟან წაქაძის თქმით, “ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები იყო იმის შესახებ, ითანამშრომლებს თუ არა ივანიშვილის გუნდი ეუთოს მისიასთან.

შეისწავლე და არ არის ჩვენთან ადამიანის უფლებების დარღვევა და ნახავენ. მე პირადად არ მაგ… რა თქმა უნდა იყო (“ოცნებაში” კონსულტაციები), [სტილი დაცულია]” – თქვა ბეჟან წაქაძემ. 

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა – და ექსპერტულ მისიას ქმნის.

  • ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

განცხადებაში, რომელსაც  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ “ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას”.

24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ “როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები”.

    • ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
    • 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – , თურქმენეთი, ბელორუსი.
    • ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)