ბიზნესს, პილიტიკური აქტივობისთვის, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს – გორდულაძე

“ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ბიზნესს, პოლიტიკური აქტივობისთვის, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაესკისროს.
ამის შესახებ გორდულაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გრანტების შესახებ კანონიში ინიციირეული ცლვილებების წარდგენისას განაცხადა.
კანონპროექტის ამჟამინდელ ვერსიის მიხედვით, იურიდიული პირს, რომელიც “პოლიტიკური საქმიანობით დაკავდება” ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. თუმცა, გორდულაძემ განაცხადა, რომ დიდი ბიზნესისებისთვის ჯარიმა შესაძოა არ აღოჩნდეს შემბოჭავი იმისთვის, რომ კანონი არ დაარღვიონ. ამიტომ, მისი ინიციატივაა, კანონპროექტის ეს ნაწილი ჩასწორდეს და ჩაიწეროს, რომ იურიდიულ პირი, პოლიტიკური საქმიანობისთვის, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგბელობა დაეკისროს.
“შემოთავაზებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტი – მეწატრმე სუბიექტს მოჰყვა არაერთი ინცინუაცია, რომ ჩავხედოთ კანონპროექტს მითითებულია, რომ “მეწარმე იურიდიული პირი” -, რომელიც პოლიტიკური საქუანობით არის დაკავებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამქმიანობა უკავშირდება მის ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოვე [მომდევნო] ჯერზე 40 000 ლარის ოდენობით. რა აქვს მიზანი? მეწარმრემ უნდა აკეთოს ის საქმე რისვისაც არის შექმნილი ეს კონკრეტუი იურიიდული პირი. შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით, იყოს მოგებაზე ორიენტირებული – ბიზნესის თავისუფლებაშ ჩვენ არ ვერევით, პირიქით, ვამაყობთ დ ავაცხადებთ ცალსახად, რომ ბიზნესის თავისუფლება ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია. ამავდროულად, თუ პირს უნდა პოლიიტკური აქტივობით დაკავდეს, ამისთის არსებობს შესაბამისი წესიდ ა შესაბამისი ფორმა: დარეგიტრირდეს პოლიიტკურ პარტიად. […] გთავაზობთ სასმჯელოთ, არ ვიცი რამდენად რელევანტურია დიდი მოცულბის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20 000 და 40 000 შესაძლებელია რომ არ იყოს მბოჭავი იმისათვის, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნეს სიბიექტის, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინიუსტარცოულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლისსამართლებრვ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუმველოფიი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაშ არ იყოს დაბანდებული. ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერიც გაჩნდეს ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რომ მეწარმე იურიდიული პირი თუ პოლიიკური აქტივობით დაკავდება, პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და ყოველ შემდგომი – სისხლისსამათლებრივ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის იფნორმაციით, როგორც გრანტების შესახებ კანონშე, ისე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონშ შეტანილი ცლვილებების აღსრლებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო იქნება აუდიტის სამსახური.
გრანტების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 28 იანვარს დააანონსა. იქამდე, პარტიის გორგასლის ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრო.
ამავე თემაზე:
· „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული კანონები დააანონსა

ასევე დაგაინტერესებთ